среда, 9 января 2013 г.

კბილის ამოვარდნა


კბილის ამოვარდნა dental dislocation

კბილის ამოვარდნა - კბილის იძულებითი გადანაცვლება პერიოდონტის დაზიანებით. ამოვარდნილობა შეიძლება იყოს სრული და არასრული, – როდესაც კბილი კარგავს კავშირს ბუდესთან, ასევე ჩასობილი.
კბილის ამოვარდნა - სიმპტომები – ძლიერი ტკივილი, კბილის გადანაცვლება კბილთა რიგიდან, მისი პათოლოგიური მოძრაობა. მოგვიანებით წარმოიქმნება პაროდონტის ანთებადა კბილის პულპის ნეკროზი. Read the rest of this entry »

მასტოციტოზი


მასტოციტოზი

მასტოციტოზი - ქრონიკული დაავადება, რომელიც აზიანებს კანს, ასევე შინაგან ორგანოებსა და ძვლებს. დაავადებას საფუძვლად უდევს პოხიერი უჯრედების აკუმულაციითა და პროლიფერაციით განპირობებული პათოლოგიური პროცესები.
 მასტოციტოზი
დაავადების განსაკუთრებით ხშირი სახესხვაობაა ლაქოვანი და პაპულოზური მასტოციტოზი, რომლებიც ხშირად შერწყმულია ერთმანეთთან და ცნობილია პიგმენტური ჭინჭრის ციების სახელწოდებით; ეს უკანასკნელი ხასიათდება გავრცელებული, უხვი მოლურჯო-მოვარდისფერო, შემდეგ კი მოყავისფერო-მურა ფერის მცირე ზომისა და მრგვალი მოხაზულობის ლაქებითა და პაპულებით. გამონაყარი წარმოიქმნება მრავალჯერადი შეტევების სახით, ხანმოკლე რემისიებით; მიმდინარეობა განუსაზღვრელია. Read the rest of this entry »